კონტრაქტ მენეჯერი - ლოგისტიკის განყოფილება

TBCBANK

Tbilisi, Georgia2w ago

Free account needed to apply or save. It takes a minute, and we'll bring you right back to this job.

Key details

Location
Tbilisi, Georgia
Work style
Onsite
Level
Mid level
Job type
Full-time
Function
other
Focus area
other
Posted
2w ago

Skills

plc

About the role

სამუშაოს აღწერილობა

სამშენებლო კონტრაქტების მართვის მენეჯერი პასუხისმგებელია გაფორმებული ხელშეკრულებების სრული სასიცოცხლო ციკლის მართვაზე, მათ შორის ხელშეკრულებების მომზადებაზე, შეთანხმებაზე, მონიტორინგსა და ადმინისტრირებაზე. კონტრაქტები ეხება როგორც სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ შესყიდვებს ასევე სხვადასხვა ინვენტარის/მასალების შესყიდვას. მენეჯერი პასუხისმგებელია კონტარქტებში ცვლილებების შეტანაზე, კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების შემდეგ ანგარიშსწორებაზე და თავად კონტრაქტის და მისი შემადგენელი დანართების სრულფასოვან, საბოლოო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით განახლებაზე. მისი  მიზანია კონტრაქტებთან დაკავშირებული რისკების შემცირება, კომპანიის ინტერესების დაცვა და ხელშეკრულებითი ვალდებულებების ეფექტიანი შესრულების უზრუნველყოფა.

  • კონტრაქტების მომზადება და მართვა;
  • კონტრაქტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის განახლება
  • კონტრაქტების შესრულების მონიტორინგი, სახელშეკრულებო პირობების კონტროლი;
  • რისკების მართვა;
  • შესყიდვის პროცესის ორგანიზება და მართვა;
  • ანგარიშგება და დოკუმენტაციის მართვა;
  • საგადახდო დავალებების შექმნა და სრული გადახდის პროცესის კონტროლი
  • სამშენებლო სექტორში მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება (სასურველია იურიდიული, ბიზნეს ადმინისტრირება);
  • მუშაობის გამოცდილება შესაბამის სფეროში მინ 3 წელი
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა აუცილებელია;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

პროფესიული და ქცევითი უნარები

  • შედეგებზე ორიენტირებული მიდგომა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის, პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მართვის უნარი;
  • შიდა კლიენტებზე ორიენტირებული დამოკიდებულება და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა;
  • გუნდური მუშაობის, თანამშრომლობისა და ინფორმაციის ეფექტურად გაზიარების უნარი;
  • ცვლილებებისადმი მოქნილი დამოკიდებულება, სიახლეების მიღებისა და ინიციატივის გამოვლენის უნარი;
  • ცოდნის გაზიარებისა და კოლეგების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის სურვილი;
  • ანალიტიკური აზროვნება, პრობლემების იდენტიფიცირებისა და ეფექტური გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და ურთიერთობების მართვის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

Get jobs like this as soon as they're posted

JobSuited checks company career sites all day and ranks every opening against your profile. Free to join.

Create a free account